Friday, December 19, 2008

ჯანსაღი გარემო, ჯანმრთელი ქალაქი

1. პროექტის სახელწოდება: ჯანსაღი გარემო, ჯანმრთელი ქალაქი

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან ქალაქში არსებულ ისეთ საჭირბოროტო საკითხებს, როგორებიცაა ქალაქის სისუფთავე, წყალმომარაგება, ეკოლოგიური პრობლემები და სხვა.

3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან და შეისწავლიან ქალაქში არსებულ პრობლემებს. გააანალიზებენ თუ რატომ არ უჩნდებათ პროტესტის გრძნობა მოქალაქეებს, როდესაც მათ თვალწინ ბინძურდება და ნადგურდება სკვერები, პარკები, ქუჩები, ზიანდება ისტორიული ძეგლები (ანუ ნადგურდება კულურა), ჩნდება უცენზურო წარწერები ახლადშეღებილ ფასადებზე, იმსხვრევა ავტობუსის გაჩერებაზე არსებული მოსაცდელები და საერთოდ ყველაფერი ის რაც მათი კეთილდღეობისათვის არის შექმნილი.

ჩატარებული ანალიზის შედეგებით დაანახებენ ყველას, თუ რამდენად საზიანოა არაჯანსაღი გარემო ჯანმრთელობისათვის.

სკოლაში ჩამოაყალიბებენ ცენტრს, სადაც თავს მოუყრიან ლიტერატურასა და მასალებს არსებული პროექტის შესახებ. დაამყარებენ ურთიერთობას მეზობელ და ქალაქის სხვა სკოლებთან, ჩართავენ მათ აქციებში.

4. მონაწილეთა ასაკი: 15-17 წელი, 9-11 კლასის მოსწავლეები.

5. ვადები და ხანგრძლივობა: 2008-2009 სასწავლო წლის მანძილზე, 3-4 კვირა.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალებზე, ნამუშევრების განთავსება ბლოგში, პლაკატების შექმნა, პრობლემის გადაჭრის გზების ჩამოყალიბება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარება, ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გაკეთება, ციფრული ფოტო აპარატით ფაქტების აღნუსხვა (დააფიქსირებენ გახეთქილ მილებს, ნაგავსაყრელებს, დაზიანებულ ფასადებსა და კულტურულ ძეგლებს, სატრანსპორტო საშუალებებში არსებულ უწესრიგობებს და ყველა მათგანს, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის).

ცნობილი და ავტორიტეტული პიროვნებებისაგან ინტერვიუების აღება, თანატოლებთან და თემის წარმომადგენლებთან დებატების მოწყობა და მოპოვებული მასალის საჯაროდ გაცნობა. აქციების მოწყობა თემაზე: „ჯანსაღი გარემო“, „არა ვანდალიზმს!“. გამოცემენ ბროშურებსა და გაზეთებს.

8. სამუშაო ენა: ქართული

9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ხელოვნება, ისტორია, ბიოლოგია, ქიმია, გეოგრაფია, ინფორმატიკა. აქტივობების დაგეგმვა შესაძლებელია კონკრეტული მისაღწევი შედეგის მიხედვით.

10. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნათია არჩვაძე, ქუთაისის №30 საჯარო სკოლის ინფორმატიკის მასწავლებელი, IT მენეჯერი

11. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: natia.archvadze@gmail.com

12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://safe-nature.blogspot.com/

13. პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx/.1eac52f0